www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მართვა;
** სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების შემოწმება და კონტროლი;
** ვალდებულებების გრაფიკების, მივლინების, თანამშრომლების, ხელფასების, მობრუნებებისა და დამოუკიდებელი მოდულების მართვა და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, გაგზავნა, მიღება-დადასტურება და მათ მიღება-ჩაბარებებთან შესაბამისობის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი და მათ საფუძველზე, ყველა ტრანზაქციისა და სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, შესყიდვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები, ხელფასები, მივლინებები და ა.შ) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა;
** ფინანსური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა;
** დებიტორ-კრედიტორების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშგებების დადგენილ ვადებში მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით განათლების მქონე კანდიდატებს;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს გავლილი ბუღალტერიის მიმართულებით კურსი (სასურველია ACCA).
** კანდიდატი კარგად უნდა იცნობდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** Oris პროგრამის ცოდნა;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის ცოდნა;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 2, 200.00 ლარის ოდენობით.

კანდიდატი კარგად უნდა იცნობდეს შემდეგ საკანონმდებლო აქტებს:

** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს კანონი "2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ";
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** საქართველოს ზოგადი სამოქალაქო კოდექსი;
** საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
** აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს კანონი "დაგროვებითი პენსიის შესახებ";
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №605 "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის
** ჩატარების წესის" დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №220 "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ";
** საქართველოს მთავრობის დადგენილება №211 "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ"
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996 "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ".

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |