www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** სასურველია ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** სახელმწიფო ენის ფლობა;
** ​დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |