www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (შესვენება 13:00-14:00).
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 700 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** "სერვის+" სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ოფისში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმის წარმოების, საარქივო საქმიანობის, შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში ტაქსის აპლიკაციით სარგებლობა;
** სხვადასხვა დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება,
** სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** შეხვედრაზე მოსული სტუმრებისთვის ჩაის, ყავისა და წყლის შეთავაზება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |