www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე თბილისში.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეფტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

სამუშაო არეალი: ნატახტარი-ყაზბეგი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გაფორმება;
** ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრისელერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია) (სავალდებულოა);
** ქონებრივი უზრუნველყოფა (სავალდებულოა);

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.tsiklauri@kanti.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |