www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის მუშა
მომწოდებელი: Rhino Management Group
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

გერმანული კომპანია "Rhino Consulting" ეძებს მშენებლობის დარგის სხვადასხვა სპეციალისტს გერმანია-ავსტრიაში დასასაქმებლად.

"Rhino Consulting" არის 2016 წელს გერმანიაში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასა და საწარმოს კონსულტაციას უწევს ბიზნესის განვითარების კუთხით. მათ შორის, საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი კადრის მოძიებაში.

რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, "Rhino Consulting" ეძებს სამშენებლო დარგის სპეციალისტებს გერმანიასა და ავსტრიაში დასასაქმებლად. დასაქმების მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 თვე. საკონკურსო ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ, შესაბამის კანდიდატებს კომპანია მხარდაჭერას აღმოუჩენს სამუშაო ვიზის, მგზავრობის და დაბინავების კუთხით. შრომის ხელშეკრულება, ანაზღაურება და პირობები ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.rhinoconsulting.de

პოზიცია: მშენებლობის მუშა

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: საათობრივი, 12 ევროდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ობიექტზე ფიზიკური სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი: 18-60 წლამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: m.iakobidze@rhinoconsulting.de და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სამუშაოს პოზიცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 12 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |