www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Prime Legal
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

საქართველოში ინოვაციური პლატფორმის მქონე იურიდიული კომპანია "Prime Legal" წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და ადვოკატების გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

კომპანია "Prime Legal"-ის გაყიდვების ჯგუფი ეძებს მხოლოდ მოტივირებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ, კიდევ რამდენიმე ჯგუფის წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი 20%.

თუ:

** ხარ ენერგიული, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური,
** მეგობრობ ინტერნეტთან და შეგიძლია მისი გამოყენება მიზანმიმართულად,
** ფიქრობ რომ ვერბალური და სატელეფონო კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა,
** გაქვს გაყიდვების უნარი და მოტივაცია,

მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

** შემოუერთდი ახალგაზრდა, მოტივირებულ და პოზიტიურ გუნდს,
** გამოავლინე შენი შესაძლებლობები,
** განვითარდი და მიაღწიე წარმატებებს.

ჩვენი კომპანია გაძლევთ ამის საშუალებას!

მთავარია შეძლო:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მომხმარებელთან;
** დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სერვისის პრეზენტაცია და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@primelegal.ge და თემის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "Prime Legal" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახება 3 წლის განმავლობაში.

"Prime Legal" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |