www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ჰეელ"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და იმერეთი-სამეგრელოს რეგიონში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება
** წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გეგმის შესრულება დასახული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ფარგლებში.
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე.
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

პირობები:

** ხელფასების ღირსეული დონე (ინდივიდუალურად განიხილება)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: heelofficialgeorgia@gmail.com და დასახელებაში მიუთითოთ "სამედიცინო წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |