www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აზომვების ექსპერტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსესებიდან 25-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას აზომვების ექსპერტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს "დიო"-ს სათავო ოფისი/ობიექტები

ჩვენი შემოთავაზებაა:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
** სახელფასო სარგო: ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვიდან;

ჩვენი მოთხოვნებია:

** საშუალო ან პროფესიული განათლება/საინჟინრო, არქიტექტურის მიმართულებით;
** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება.
** გამართული საუბარი ქართულად;
** კარგად განვითარებული მათემატიკური უნარები;
** პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება 1 წელი.
** კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების და/ან ჟალუზების და მზის დამცავი სისტემების აზომვის, მონტაჟის გამოცდილება გაგაჩნიათ;
** ასევე ფლობთ რუსულს სასაუბრო დონეზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

** დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა: ობიექტზე ვიზიტი,
** პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზების გაკეთება მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა;
** აზომვების განხორციელება, მუშა ნახაზის შედგენა, შეკვეთის მიღება, მიღებული შეკვეთის დასამზადებლად გადაცემა.

თქვენ შეისწავლით:

** "დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით "დიო"-ს გაყიდვების, წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს.
** სწავლებას გაივლით თბილისში, "დიო"-ს სათავო ოფისში, ობიექტებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 30 ოქტომბერი.

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ. ტელეფონზე. გასაუბრება გაიმართება ეპიდსიტუაციის შესაბამისად, ყველა რეგულაციის დაცვით სათავო ოფისში.

აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. "დიო" ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |