www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი პურ-პროდუქტების საცხობი დანადგარების შესყიდვაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ოქტომბერი

CENN აცხადებს ტენდერს პურ-პროდუქტების საცხობი დანადგარების შესყიდვასთან დაკავშირებით.

დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: CENN_Tender Informations_201013

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

** მოთხოვნილი დანადგარების მოწოდება და მონტაჟი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.terdzishvili@cenn.org

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა, ფასი დღგ-ს ჩათვლით, სავალდებულო);
** დანადგარების მოწოდების პერიოდი (სავალდებულო);
** პროდუქტის წარმოშობის სერთიფიკატი (Certificate of origin, სავალდებულოა იმ შემთხვევაში თუ ერთეული დანადგარის ღირებულება აღემატება 5000 ევროს)
** 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** მოწოდების პერიოდი;
** განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთი თერძიშვილი
მობ: +995 599 38 81 05
ელ. ფოსტა: keti.terdzishvili@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |