www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი სასათბურე მეურნეობების მოწყობაზე
მომწოდებელი: USAID ZRDA Activity
თანდართული ფაილი: 80098_zrda_grant_9516917.zip
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, კენკრისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (2000 კვ.მ-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს 18, 800 კვ.მ-ისა. საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდ. მეწარმედ, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა. (თანამონაწილეობის ფორმატზე იხილეთ დეტალები ქემოთ). გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, ზრდა პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 119-2005-012-S-2020.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა (18:00 სთ). დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება კონკრეტული საგრანტო კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა, "ზრდა" აღარ დააფინანსებს განაცხადებს, შესაბამისად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადის თარიღიც შეიცვლება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |