www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ინჟინერ-მექანიკოსი
მომწოდებელი: GMP
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პი" აცხადებს ვაკანსიას
წარმოების ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწარმოში არსებული მანქანა-დანადგრების და საინჟინრო სისტემების შეუფერხებელი მუშაობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა და აქტუალურ მდგომარეობაში შენარჩუნება საწარმოში არსებულ ყველა მანქანა- დანადგარზე;
** მანქანა-დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მიზეზის დროული ანალიზი და უმოკლეს ხანში მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების აღდგენა.
** შეისწავლოს წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარის სამუშაო პირობები, ცალკეული ნაწილები და დამცავი აღჭურვილობა, მათი მწყობრიდან გამოსვლის და ნაადრევი ცვეთის თავიდან ასაცილებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ტექ.დანადგარების/სისტემების ექსპლუატაციის, მომსახურების, კვალიფიკაციის დარგში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 12 თვე;
** სასურველია ფლობდეს სპეციალურ ცოდნას, ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (მაგ.: GMP - სათანადო წარმოების პრაქტიკა და ა შ);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ და/ან რუსულ ენებს);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაწონასწორებულობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე vacancy@gmpgeo.com 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |