www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კონტრაგენტებიდან "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** ეროვნული ბანკის ზედამხედველობის განყოფილებასთან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ანგარიშგების დროულად წარდგენა;
** კომპანიის შესაბამისი მეთოდოლოგიის და ბიზნეს პროცესების მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** კომპანიის თანამშრომლების დატრენინგება ამ კუთხით და ახალი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის დროული მიწოდება;
** გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვა და სხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სფეროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება: 700-800 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |