www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: Smile MIX
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ნოემბერი

"Smile MIX" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე (ბათუმში, თბილისში), სამშენებლო, კერძოდ ლაქ-საღებავების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** მომხმარებლის მხარდაჭერა გაყიდვის შემდეგ არსებული პრობლემის შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სამუშაო გამოცდილებით გაყიდვების სფეროში
** რუსული ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი, შრომისმოყვარე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (1 უქმე დღე, სურვილის მიხედვით).
სახელფასო სისტემა: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი (გაყიდვებიდან).

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: r.gviniashvili@smilepaints.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |