www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ახალი ბიზნესის მენეჯერი
მომწოდებელი: Betterfly Group
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

"Betterfly Group" აცხადებს ვაკანსიას ახალი ბიზნესის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათთან დაკავშირება და შეხვედრების ორგანიზება;
** დამკვეთის მოთხოვნების შესწავლა/ფორმირება და შეთავაზებების ჩამოყალიბება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** ბაზრის, კონკურენტების მონიტორინგი და ანალიზი, სტატისტიკის მომზადება;
** კომპანიის პიარ და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.
** პარტნიორების ბაზის შექმნა და მონიტორინგი;
** დიჯითალ არხებში პროდუქტების გაყიდვების სტრატეგიის შექმნა, დაგეგმა და განხორციელება;
** კლიენტებთან კომპლექსური კომუნიკაციის მართვა - როგორც ტრადიციულ, ასევე, ციფრულ არხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სარეკლამო სფეროში გამოცდილებით.
** სარეკლამო სერვისების ცოდნა
** ციფრული მედია არხების საფუძვლებისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
** მედია პარამეტრების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** გაყიდვების უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** დისტანციურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: join@betterfly.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |