www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორატორიის ინჟინერი
მომწოდებელი: სიგმა ლაბი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

შპს "სიგმა ლაბი" მასალის გამოსაცდელი ახალი ლაბორატორიაა, აღჭურვილი უახლესი, ძირითადად, ავტომატური აღჭურვილობით, - რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ბიზნესის მომსახურებას.

შესაძლებლობა:

შპს "სიგმა ლაბი" ეძებს გამოცდილ ინჟინერს, თბილისში განთავსებულ სამშენებლო არმატურის გამოსაცდელ ლაბორატორიაში სამუშაოდ. ვეძებთ მოტივირებულ და ინოვაციურ პირს, რომელიც შესაბამისი კადრი იქნება ლაბორატორიული საქმიანობის და კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.

პოზიცია: ლაბორატორიის ინჟინერი
სამუშაო გრაფიკი - სრული.
ანაზღაურება - თვეში 1000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება სამშენებლო არმატურაზე.
** სამშენებლო არმატურის ნიმუშების ადგილზე აღება ლაბორატორიაში შემდგომი ტესტირების ჩატარების მიზნით. (ავტომობილი უზრუნველყოფილია).
** ნიმუშების გაწმენდა და მარკირება.
** საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა საველე სამუშაოებთან და სხვა ლაბორატორიულ ფუნქციებთან დაკავშირებით.
** ლაბორატორიული ნიმუშების, წარმოების ნიმუშების და კონკურენტული ნიმუშების ტესტირების კონტროლი.
** დავალებების და პროექტების შესრულების შესახებ მოხსენებების მათ შორის, დასკვნების და შემოთავაზებული გადაწყვეტილების მომზადება.
** გუნდურ გარემოში მუშაობა, ლაბორატორიაში სისუფთავის და წესრიგის დაცვა, აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები / კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება შემდეგ სფეროებში: მეტალურგია, მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, მშენებლობის მართვა, ხიდების და გვირაბების მშენებლობა.
** გამოცდილება ინდუსტრიაში, რომელიც უკავშირდება სამშენებლო არმატურის გამოყენებას, ჩაითვლება პლიუსად.
** Excel-ის და ბაზური გამოთვლების ცოდნა.
** ინგლისური ან რუსული ენების კარგი ცოდნა, ორივე ენის ცოდნა პრიორიტეტულია.
** აუცილებელია მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ელოდით, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@sigmalab.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |