www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმც. ბიზნეს დეველოპერი/ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Tree Tops Sabaduri Resort
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

"Tree Tops Sabaduri Resort" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს დეველოპერის/ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"Tree Tops Sabaduri" არის დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს თიანეთში, საბადურის ტყის გასწვრივ. კომპლექსი მოიცავს 5 კომფორტულ სახლს, რესტორანს, საუნასა და აუზს.

მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია; ჩვენი სახლის კარები კი დამსვენებლებისთვის ნოემბრიდან გაიღება.

ვის ვეძებთ ჩვენ: სხარტ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია, არის ენერგიული და გამოირჩევა საქმისადმი პოზიტიური მიდგომით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება (კორპორატიულ ან საკუთარ ბიზნესში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სოციალურ ქსელები - კოპირაითინგი, კონტენტის განახლება...
** სასურველია ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** მართვის მოწმობის ფლობა და მანქანის ქონა.

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტებთან ურთიერთობა
** ბიზნესის განვითარების გზების მოძიება
** ივენთების დაგეგმვა და მართვა
** ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა/ზედამხედველობა
** რეპორტინგი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი/თიანეთი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 800-1400 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: treetopssabaduri@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |