www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და "Grand Electronics"-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში". შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილის "ისთ-ფოინთისა" და "სითი მოლის" ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით "გრანდ ელექტრონიქსი" ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** მუდმივად ორიენტირება გაყიდვების ზრდაზე და ეფექტურობაზე;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის/ხელმძღვანელობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელ-მისამართზე: hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |