www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 3 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

ZOOMMER-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის (მოლარის) პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C - ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ZOOMMER-ის პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და მათ შორის განსხვავებების შესახებ;
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერიული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "აღრიცხვის ოპერატორი (მოლარე)".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |