www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები პროდუქტებისა და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და მარნეულში.

სათაო ოფისი: თბილისი, ზღვისუბანი, ავქსენტ ისააკიანის ქუჩა 1 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხანის ტერიტორია)
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი + ბონუსი (1400-1700 ლარი)
ანაზღაურებადი სტაჟირება: 400 ლარი

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა;
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** შეკვეთის გაფორმება;
** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება;

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@vg-ge.com. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ტერიტორია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |