www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, "ისთ ფოინთის" და დიდი დიღმის ფილიალებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო ცვლა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
** "ისთ ფოინთის" ფილიალი: 09:00-22:00;
** დიდი დიღმის ფილიალი: 09:00-21:00;
** ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

შერჩევის ეტაპები:

** CV-ის გადარჩევა
** ტესტირება
** გასაუბრება.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |