www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

კომპანია "ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის არსებული მომხმარებლების მომსახურება;
** შეკვეთის მიღებიდან დასრულებამდე სრულ ციკლზე მონიტორინგის განხორციელება;
** სტატუსების ყოველდღიური განახლება და დამკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@benegroup.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |