www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორებთან ურთიერთობა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და კონტროლი;
** გაყიდვების განყოფილების მართვა;
** გაყიდვების სტიმულირების კუთხით სხვადასხვა პრომო აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარებისა და ქართულ ბაზარზე პოზიციონირებისათვის საჭირო გზების მოძიება, შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულების მართვა;
** სოციალური მედიისათვის საჭირო კამპანიების დაგეგმვა;
** დებიტორული დავალიანებების მართვა;
** პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის სფეროში);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სავაჭრო სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** Microsoft Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** მათემატიკური უნარები;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია);

დამატებითი უნარები:

** მართვის, განვითარების, შეფასების უნარები;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრეატიულად აზროვნების უნარი;
** ინიციატივიანი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;

(სასურველია კანდიდატს ქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |