www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი შესყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით, "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - სრული; შაბათი - ნახევარი დღე.
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი
** შესყიდვების სწორი დაგეგმვა და ორგანიზება
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება
** კონკურენტული ბაზრის შესწავლა, ანალიზი
** სტრატეგიების შემუშავება კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად
** პარტნიორებთან სტრატეგიული შეთანხმებების წარმოება საბითუმო შესყიდვა-გაყიდვებთან დაკავშირებით
** იმპორტის პოზიციების მოძიება, დამუშავება და იმპორტის მენეჯერებისათვის ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო შესყიდვების საწარმოებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ან განათლება ჯანდაცვის სფეროში;
** სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფარმაცევტი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |