www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"წისქვილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** რესტორნისა და მის ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი სახის ხელყოფისაგან დაცვა;
** ობიექტზე პირთა დაშვებისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ტემპერატურის კონტროლი;
** პროდუქციის მიღების/გაშვების კონტროლი;
** ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** სასურველია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
** ხელფასი: 600 ლარი (NET)
** ცვლიანობის განრიგი
** ორჯერადი კვება.

თუ გსურთ შეუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |