www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

კომპანია "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

"ნეოფარმი+"-ს ქსელი აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 50-ზე მეტ ფილიალს(აფთიაქს) და სამ ფარმაცევტულ ბაზას
საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. კომპანიის მიზანს
წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი 09:30-16:00
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირველადი შერჩევის პროცესების მართვა
** თანამშრომლის მიღების პროცედურების გამართულობის უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა პირადი სქემების მართვა
** უნივერსიტეტებთან, ტრეინინგ ცენტრებთან, HR სააგენტოებთან ურთიერთობა
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება
** თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ყოველთვიური რეპორტის წარმოება
** სარეზერვო სიების მართვა-კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პროფესიით

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ,
სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -"HR მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ
განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |