www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"წისქვილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება;
** არსებული შესყიდვების პროცესის მართვა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკება, პარტნიორობის დამყარება კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად.
** ბაზრის კვლევა, ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაუმჯობესება;
** ნაშთების კონტროლი და შეკვეთების საჭიროების განსაზღვრა;
** შეკვეთის გაკეთება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ინვოისები, კონტრაქტები, სხვა..)
** შესყიდვების შედეგებზე მონიტორინგი, მათ შორის შეკვეთასთან შესაბამისობის გადამოწმება
** შიდა კომუნიკაცია, კომპანიის სპეციფიკისა და მოლოდინების ზედმიწევნით დაცვისთვის
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ სექტორში მუშაობის გამოცდილებას.
** უმაღლესი განათლება, რელევანტური მიმართულებით.
** ციფრებთან მუშაობის და ანალიზის მიღების უნარი.
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი, სასურველია MS Excel მაღალ დონეზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

თუ გსურთ შეუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |