www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი ბრიგადირი
მომწოდებელი: თრეიდ სერვისი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

საერთაშორისო კომპანია "Trade Service", რომელიც 10 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუშაობს როგორც ელექტრო საინჟინრო პროექტების კუთხით, ასევე არის ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი ისეთი ცნობილი ევროპაში წარმოებული ბრენდების, როგორებიც არის SEZ, TESLA, ELGAMA, SCAME და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსი ბრიგადირების პოზიციაზე საკუთარი გუნდებით, რომელიც იქნება დაკომპლექტებული მინიმუმ 5 ელექტრიკოსისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები სხვადასხვა სიმძლავის ქსელებთან მუშაობის მიხედვით:

** კვალიფიცირებულ ელექტრიკოსს ბრიგადირს უნდა ქონდეს მუშაობის გამოცდილება შემდეგი ტიპის ქსელებთან 6kV - 0.4kV;
** კვალიფიცირებულ ელექტრიკოსს ბრიგადირს უნდა ქონდეს მუშაობის გამოცდილება შემდეგი ტიპის ქსელებთან 10kV - 0.4kV;
** კვალიფიცირებულ ელექტრიკოსს ბრიგადირს უნდა ქონდეს მუშაობის გამოცდილება შემდეგი ტიპის ქსელებთან 35kV - 0.4kV;

პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს, რომელთაც აქვთ ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის და პროექტებთან მუშაობის გამოცდილება.

გთხოვთ, ასევე გამოგვიგზავნოთ შესრულებული პროექტები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კომპანია გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას. დამატებითი დეტალები განიხილება შეხვედრაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და ზემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@tradeservice.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ელექტრიკოსი ბრიგადირი წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 511 132 611.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |