www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** HACCP -ის გუნდის ორგანიზება და მართვა;
** მანქანა დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი, რეცხვა -დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი. პრობლემების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
** მიღებული დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლის ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი ფორმების წარმოება და მათი გამოსასწორებელი გზების გატარების კონტროლი.
** წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი. წარმოების შემდგომ დანადგარების რეცხვის და წმენდის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი;
** ოქმების შედგენა ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე და წარდგენა ხარისხის მართვის და განვითარების საბჭოზე;
** უცხოური და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა ხარისხის კონტროლის მექანიზმების მუდმივი დახვეწა, განახლების და შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არსებულ მოცემულობებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სასურსათო ტექნოლოგიებში;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური C2 დონეზე;
** რუსული B2 დონეზე.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა;
** დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 09 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |