www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის (support) სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაყავს. 2020 წლიდან კომპანია "სითიქომი" გეგმავს ამხანაგობებს შესთავაზოს კორპუსის დასუფთავების სერვისი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge)

ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულად განვითარების და ზრდის საშუალებას.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, შესვენება 1 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა, მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების იდენტიფიცირება, პრობლემის გაანალიზება და გადაწყვეტა, რეპორტების მომზადება და ა.შ.;
** მონაცემთა ბაზის ფუნქციონალში სიღრმისეული/დეტალური გარკვევა (ტრანზაქციებიდონემდე);
** ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტების მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით;

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** სურვილი აქვთ ჩაერთონ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის პროცესში;
** მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** აქვთ მზადყოფნა გუნდის სხვა წევრებთან ერთად აღმოაჩინონ, გამოიკვლიონ და მოაგვარონ მომხმარებელთა პრობლემები;
** აქვთ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება და MySQL - ის ცოდნა;

თუ თქვენ ხართ:

მიზანმიმართული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული, შეგიძლიათ როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: (hr@citycom.ge) და სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |