www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Horeca პრისელერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას Horeca პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებულ Horeca-ს ობიექტებში ყოველდღიური მარშუტის მიხედვით ვიზიტის განხორციელება და შეკვეთის აღება
** თითოეულ ობიექტში ინდივიდუალური, ოპტიმალური ასორტიმენტის შედგენა
** თითოეულ ობიექტში საუკეთესო განთავსების უზრუნველყოფა (მენიუ, ბარი და ა.შ.)
** არსებული კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური თანხის შემოტანის გეგმის შესრულების მონიტორინგი
** ქსელში არსებული დებიტორული დავალიანების კონტროლი
** ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
** დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალთან საუკეთესო ურთიერთობების ჩამოყალიბება
** Horeca-ს პერსონალის მოტივირების სისტემის შემუშავება და მისი ეფექტურობის კონტროლი
** კომპანიის გაცნობითი ხასიათის ყოველკვირეული ღონისძიების ჩატარება (დეგუსტაციების, პერსონალის ტრენინგის და ა.შ.)
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
** ობიექტების კატეგორიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული კატეგორიზაციის სისტემის მიხედვით
** ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური B2;
** რუსული B2;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 10 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |