www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაზინის სპეციალისტი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად " გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

"გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

დასაქმებულის მოვალეობები იქნება:

** სავალუტო ბაზრის ანალიზი და ვალუტით ეფექტიანად ვაჭრობის უზრუნველყოფა;
** სავალუტო კურსების განსაზღვრაში მონაწილეობა;
** ახალი კომპანიების მოძიება და არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** სალაროების ფულადი რესურსებით საჭირო ვალუტაში მომარაგების უზრუნველყოფა;
** კოორდინაცია ბუღალტერიასთან და ფილიალის მენეჯერებთან;
** ოპერატიული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით (საქმიანობის ფარგლებში), რაც აფერხებს ან/და რამაც შეიძლება შეაფერხოს ფილიალის გამართულად მუშაობის პროცესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Bloomberg-ის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ანაზღაურება 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე Hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |