www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Forklift Services Georgia
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

კომპანია "ფორკლიფტ სერვის ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

გაყიდვების სფერო - ტვირთამწე და საწყობის ტექნიკა.

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა (შემოსული შეკვეთების დამუშავება, კლიენტთა აქტიური მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება);
** აქტიურ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება;
** კლიენტთან მუშაობის და მიღებული მიმართვების ანგარიშგების წარმოება;
** ასორტიმენტისა და ტექნიკის მახასიათებლების შესახებ კონსულტაცია.
** RS.GE-ზე მუშაობა, სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური განხრით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ასაკი: 30-35 წლის
** სქესი: მამრობითი
** კომუნიკაბელური, მომთხოვნი, მიზანმიმართული.
** სასურველია პირადი ავტომობილის ქონა.

პირობები:

** ხელფასი: ხელფასს +% გაყიდვებიდან.
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ოფისის მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ამერიკის საელჩოს გვერდით.

გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: sales@fsge.ge 2020 წლის 11 დეკემბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |