www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Medexxpro
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

Medexxpro აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია არის ქართული სტარტაპი, რომელიც ახორციელებს პირველ პროექტს ამერიკის ბაზარზე სამედიცინო მიმართულებით.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან;
** მოლაპარაკებების წარმოება კლიენტებთან, სატელეფონო კავშირით და გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა e commerce_ებთან კომუნიკაციის დამყარება და თანამშრომლობა
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება, ხელშეკრულებების გაფორმება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
** ინგლისური ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა აუცილებელია

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება/გადმოცემის უნარი (როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე)

ანაზღაურება განისაზღვრება, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-მისამართზე: nutsa@medexxpro.com

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: სახელი, გვარი და პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |