www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ინჟინერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

"გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ინჟინრის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000819
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: არქიტექტურა, ინჟინერია.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: სამშენებლო პროექტის წაკითხვის/გარჩევის გამოცდილება და უნარები.

სამუშაოს აღწერა:

** კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების სისტემატიური კონტროლი და ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად ანგარიშის მომზადება;
** დაგეგმილი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებითი ანგარიშების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შეფასება;
** სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ზედამხედველობა; დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/819

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26 ნოემბერი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |