www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C ERP სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.1soft.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
** კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
** შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით - ჩაითვლება უპირატესობად, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (რუსული - აუცილებელია, ინგლისური - ჩაითვლება უპირატესობად).

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები/კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დახვეწილი მეტყველების უნარი
** პრეზენტაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი
** კრეატიულობა
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე, ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |