www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას.

"მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული და გიზიდავს სიახლეები - შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა,
განხორციელება და კონტროლი;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების და სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის და კონკურენტების შესწავლა და ანალიზი) სეზონურობის,
მიმდინარე პერიოდის მოთხოვნების გათვალისწინებით;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** შიდა ბრენდინგის მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომუნიკაციის არხების განახლება და განვითარება;
** მედია საშუალებებთან, სარეკლამო კომპანიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** საჭირო ინვენტარის დაბრენდვა;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** სოც.მედიის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების (ზეპირი, წერილობითი) შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |