www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ახალი უმაღლესი სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 ნოემბერი

"ახალი უმაღლესი სასწავლებელი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროებისა და რაოდენობების შესაბამისად:

საერთაშორისო ურთიერთობები:

1. პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
2. ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.
3. ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

ბიზნესის ადმინისტრირება:

1. პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
2. ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული.
3. ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

ტურიზმი:

1. პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.
2. ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი გამოცდილებით და განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევებით;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილებით.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლისვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო საბუთების მიღება: 24.11.2020 - 27.11.2020;
** კონკურსის I ეტაპი - საკონკურსო საბუთების განხილვა - შერჩევა: 30.11.2020 - 04.12.2020;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების კონკურსანტებისათვის გაცნობა: 07.11.2020
** კონკურსის II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა /: 08.12.2020 - 10.12.2020;
** კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება:არაუგვიანეს 21.12.2020;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხილეთ დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა (იხილეთ დანართი);;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი
** უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში
** სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
** გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 6 წლის განმავლობაში;
** ავტობიოგრაფია CV;
** 1 ფოტოსურათი 3X4-ზე;
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი.

საკონკურსო დოკუმენტები მიიღება ახალი უმაღლესი სასწავლებლის საქმისწარმოების სამსახურში, სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან საბუთების ელექტრონული ვერსია გაიგზავნოს მისამართზე: info@newuni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: "აკადემიური თანამდებობები".

კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე /www.newuni.edu.ge

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასწავლებლის შიდა რეგულაციებისა და

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

საკონტაქტო პირი: 595455040 - ქეთევან კვიცარიძე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |