www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას AML-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაციის პროცესის და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული ტრანზაქციების/გარიგებების შესახებ ანგარიშგების შედგენა და გაგზავნა;
** საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა;
** გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულებაზე კონტროლი;
** შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის;
** გეგმიური რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა და მის გარე მოხმარებისთვის;
** კლიენტების მიერ განხორციელებული საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, ანალიზი და მონიტორინგი;
** კანონმდებლობასთან შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების გაწერა;
** კლიენტების ბაზის დიფერენციაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (რისკების შეფასება, ტრანზაქციების რაოდენობა და ბრუნვა, კლიენტების გეოგრაფიული მდებარეობა);
** სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც უკავშირდება ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებებს.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში;
** ინგლისური და რუსული ენის კარგ დონეზე ფლობა;
** Microsoft Office-ის (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |