www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებელ-ინჟინერი
მომწოდებელი: 333
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია "333" აცხადებს კონკურსს მშენებელ ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების ზედამხედველობა;
** მშენებლობის ხარისხის კონტროლი და რისკების კონტროლი;
** პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
** რესურსების სწორად გადანაწილება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ, ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
** უსაფრთხოების ოფიცერთან კოორდინირებული მუშაობა და რეკომენდაციების გათვალისწინება;
** საპროექტო/სარემონტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა;
** პროექტის ტექნიკური ნაწილის მომზადება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
** პროექტისთვის საჭირო მასალების და დანადგარების შერჩევა მომწოდებლებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო-საინჟინრო კუთხით), (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს);
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით ცოდნა;
** აღიარებული/დადგენილი უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word და MS Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა; ელ. ფოსტის მოხმარების ცოდნა;

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** დისციპლინირებული;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ფოტოსურათით
ელფოსტაზე: integraliltd@gmail.com არა უგვიანეს 2020 წლის 28 ნოემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის
"საგანში ("subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |