www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის, ტექ. მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2; პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს კახეთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყურძნის ხარისხის, ღვინის წარმოების და შენახვის, წარმოების სივრცეების და დანადგარების ხარისხის კონტროლის მეთოდების და მიდგომების დახვეწა-განვითარება. ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება გეგმიურად და არაგეგმიურად;
** ვენახის მოვლის კონტროლი, შერჩევითი საკონტროლო ვიზიტების განხორციელება და პრობლემების გამოვლენა;
** რთველის პროცესის მონიტორინგი და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** HACCP-ის გუნდის ორგანიზება და მართვა;
** ახალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მანქანა დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი, რეცხვა -დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი. პრობლემების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
საწარმოში არსებული ხელსაწყოების სასწორების მუშაობის სიზუსტის კონტროლი, შესაბამისი მონაცემთა ჩანაწერების წარმოების კონტროლი;
** მიღებული დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლის ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი ფორმების წარმოება და მათი გამოსასწორებელი გზების გატარების კონტროლი.
** საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის და სინათლის კონტროლი, უცხო პირთა შესვლის კონტროლი;
** საბოლოო პროდუქტების ვიზუალის, დიზაინის შემოწმება და დარღვევების გამოვლენა;
** ჩამოსხმული პროდუქციის შენახვის პირობების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
** წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი. წარმოების შემდგომ დანადგარების რეცხვის და წმენდის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი;
** კონტროლის გეგმის შემუშავება -გეგმიური და რეგულარული მოქმედებებისა და არაგეგმიური მოქმედებების განხორციელების გრაფიკის დადგენა და დამტკიცება ხელმძღვანელთან. შემუშავებული მექანიზმების რეგულარულად გატარება დადგენილი გეგმის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სხვა მასალების წარმოება;
** დარღვევების გამოვლენის შემთხვევების დეტალური აღრიცხვა, დაფიქსირება, დოკუმენტირება
** დარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დარღვევების აღმოფხვრის გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისობაში ყოფნის მონიტორინგი;
** ღვინის დეგუსტაციებისა და გემური თვისებების კონტროლის სამუშაოების ორგანიზება როგორც შიდა კადრების, ისე გარე ექსპერტებისა და სომელიეების მონაწილეობით;
** ხელძღვანელისაგან განსაზღვრულ პრიორიტეტებზე კონტროლის მექანიზმებისა და გეგმის შემუშავება და გაძლიერება;
** დაქვემდებარებული ერთეულების დაკომპლექტება, სწავლება, მხარდაჭერა და მოტივირება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდის მართვის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური C2;
** რუსული C2;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები:

** გუნდის მართვისა და დავალებების დელეგირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |