www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სალაროს უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას სალაროს უფროსის პოზიციაზე მარნეულში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ცხრა ქალაქში 14 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა-გადაწყვეტა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
** საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობა და სტიმულირება;
** თვიური რეპორტინგი საოპერაციო პროდუქტების მიხედვით;
** სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** ლიმიტების დარღვევის შემთხვევებში მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;
** დღის ბოლოს სალაროს თანამშრომლების ნაშთების შემოწმება;
** სისტემატურად სალაროსა და საცავში არსებული ნაშთების საკონტროლო გადათვლა;
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის ორგანიზება და განხორციელება;
** სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;
** მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
** სალაროს დღიური საბუთების შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
** საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აქედან მსგავს პოზიციაზე - მენეჯერული მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 დეკემბერი, 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |