www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციისა და ტრანსპორტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა დისტრიბუციისა და ტრანსპორტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** შიდა დისტრიბუციის პროცესის კოორდინირება;
** ავტოპარკთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** დოკუმენტაციის წარმოება (ყოველდღიური ანგარიშების მომზადება, საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სატრანსპორტო საშუალებების შესახებ საბაზისო ცოდნა;
** დისტრიბუციის და ტრანსპორტირების ძირითადი პროცესების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** B ან C კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო საათები ცვლებში 23:00-08:00/10:00-19:00 ანაზღაურება: 800-1000 ლარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 დეკემბერი, 2020 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |