www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე აჭარაში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700 ლარიდან (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი წესის შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის აღება;
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება (სამარშრუტო არეალი, შესაძლოა, მოიცავდეს, როგორც თბილისს ასევე რეგიონებს);
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდის სტიმულირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** სამარშუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია ფურგონის ამ მიკრო ავტობუსის ტიპის);

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტომობილის წვა არ უნდა აღემატებოდეს 20Gel/100კმ.-ზე
** აღნიშნული პოზიცია მოითხოვს ქონებით უზრუნველყოფას

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია დამატებით გასცემს ავტომობილის იჯარის მომსახურების საფასურს, 200 ლარის ოდენობით.

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-დისტრიბუტორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |