www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

"ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მისთვის ახალი პროექტია. ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში პირველია მისი ფართობით, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ საინტერესო კონცეფციას სთავაზობს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება: პროდუქციის, იმპორტის, შეკვეთის მიღების/გაცემის საბუთები, მაღაზიაში გასაგზავნი პროდუქციის საბუთები;
** იმპორტის რეგისტრაციის წიგნის წარმოება;
** 1C-ში და Excel-ში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** სახლში მიტანის სერვისის საბუთების წარმოება და ტრანსპორტირების ზედნადებების ატვირთვა RS.ge-ზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ბიზნეს ადმინისტრირებისა და ფინანსების მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების: 1C-სა და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოებებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2020 წლის 13 დეკემბრისა, ელექტრონულ მისამართზე: jobs@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |