www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი დისტრიბუციაში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას, კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, დისტრიბუციის დეპარტამენტში, თბილისსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა სავაჭრო ობიექტში, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა;
** კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, Outlook);
** სასურველია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |