www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი - რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

მომსხურების კონსულტანტის რეზერვი ზესტაფონში

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციის მიზანი:

მომსახურების კონსულტანტი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკს" გაუწიოს მომსახურება, დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;
** მოვალეობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების კეთილსინდისიერად შესრულება და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;

სპეციფიკური:

** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
** მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე, კრედოს წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
** კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფაი;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
** სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
** კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან;
** კლიენტისთვის დახმარების გაწევა სესხის დაფარვის პროცესში (ასევე სერვისცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება დაფარვის თაობაზე);
** კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** კრედოს ადმინისტრაციული ფორმების/საბუთების მომარაგება;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
** საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. #გახდიკრედოელი
CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მომსახურების კონსულტანტის რეზერვი ზესტაფონში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე.

განცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 1 დეკემბერი.
#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |