www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რეტკო
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

შპს "რეტკო", ელექტროტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, 12 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ბაზარზე იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ელექტრო ტექნოლოგიურ დარგში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობას და განვითარებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების ან ეკონიმიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
** ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა - ინგლისური სასურველი;
** საბუღალტრო პროგრამის 1C მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** წლიურ და ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 - 18:00)
მდებარეობა: რუსთავი, ზედგენიძის 62.
ანაზღაურება - 500 - 1500 (კვალიფიკაციის მიხედვით)

შპს "რეტკო" არის თანამედროვე მეთოდებზე და პრინციპებზე დაფუძნებული კომპანია, რომლის ფილოსოფიის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის მიცემა ყველასთვის, განურჩევლად ასაკის და გამოცდილებისა. კომპანია ღიაა ახალგაზრდების, მათ შორის სტუდენტების დასაქმებისთვის. აქ გელოდება ახალგაზრდა გუნდი, პროფესიული და კომფორტული სამუშაო გარემო და სივრცე პირადი და კარიერული განვითარებისთვის.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@retco.ge და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |