www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დოკუმენტების ოპერატორი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში (კაიროს ქ.).

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

** მონაწილეობა სკანირებისა და დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
** დოკუმენტების კატალოგების შედგენა, დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება, დახარისხება;
** მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, ყუთებში დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა ელ. ფოსტის საშუალებით;
** მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
** სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულება.

სამუშაოს საათები: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-13:30 და 14:00-19:30.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სწრაფი და აკურატული ბეჭდვითი უნარი;
** წერითი და სასაუბრო ინგლისური ენის საწყის დონეზე ფლობა;
** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

პიროვნული უნარები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

"დასტა" გთავაზობთ:

** საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას;
** მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები/ (გთხოვთ, აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება - "დოკუმენტების ოპერატორი").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |