www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი დისტრიბუციის დეპარტამენტში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, დისტრიბუციის დეპარტამენტში, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის გამოწერა;
** შეკვეთების რეალიზაციებში გადატანა;
** პროდუქციის დაბრუნების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების გადაადგილება;
** დებიტორული დავალიანებების ამოღება;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა;
** რეალიზაციების გაფორმება, დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება შესაბამისი განყოფილებისთვის;
** უშუალო მენეჯერის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |