www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და "Grand Electronics"-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში". შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილის, "ისთ-ფოინთისა" და "სითი მოლის" ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით, "გრანდ ელექტრონიქსი"ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი;
** მომწოდებლების ნაშთების რეგულარული კონტროლი და სასურველი პროდუქციის შერჩევა;
** გაყიდული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიებისთვის;
** შესყიდული და გაყიდული პროდუქციის მუდმივი ანალიზი და კონტროლი;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
** ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია ერკვეოდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ე.წ. "შავი ტექნიკის") სპეციფიკაში.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელ-მისამართზე: hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |